Saturday, April 2, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს როგორც ყოველთვის, გავიმეორეთ წინა შესწავლილი მასალა. გვქონდა ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ძალიან სასიამოვნო იყო სხვა პროექტების გაცნობაც. ვიმუშავეთ ბლოგში, ჩვენი პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე  ანუ შევქმენით ახალი გაჯეტი.  ვისწავლეთ სათაურის გაჯეტის შექმნა, ასევე  ახალი გვერდების დამატება ბლოგში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემია ეს ტრენინგი ჩემთვის, ნასწავლს გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკულ საქმიანობაში. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ჩვენი ტრენერის მუშაობა, ძალიან ენერგიულად და გასაგებად გვიხსნიდა, იმისთვის რომ   ჩვენ გაგვეგო ახსნილი მასალა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი

Sunday, March 27, 2016

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით,  შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს და ჩავასწორეთ თუ სადმე შეცდომა გვქონდა, შემდეგ ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში, ატვირთულ საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი და ვისწავლეთ მისამართის გადატანა ბლოგზე, შევქმენით სიის გაჯეტი, ასევე ვნახეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი დავიწყეთ კვლავ წინა შესწავლილი მასალის გამეორებით, შევამოწმეთ ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდეები, განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროება და შევქმენით ჩვენი მოსწავლისათვის შესაბამისი დავალების ინსტრუქცია, პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ და შევავსეთ სასწავლო პროცედურები, ასევე ჩვენი გეგმა გავუგზავნეთ ჩვენ თავს ელ.ფოსტაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ტრენინგით და ტრენერით, დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი

Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

1. გამეორება.
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა.
2. მოსწავლის პრეზენტაცია.
ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გაკეთდეს მოსწავლის პრეზენტაცია.
3. გეგმების გადახედვა და პროექტის მიმდინარეობის ეტაპები.
გადავხედეთ გეგმებს და გვაქვს საშინაო დავალება თუ როგორ უნდა გავწეროთ სასწავლო პროცედურები, გავეცანით პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს.
4. შეფასების რუბრიკები.
გავეცანით სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს.

Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს გავიმეორეთ წინა დღეებში  შესწავლილი მასალა, ვისწავლეთ საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების შევსება, ასევე  ვისწავლეთ სხვის ბლოგზე  კომენტარების გაკეთება, შევქმენით მოსწავლის ბლოგი და გავიღრმავეთ ბლოგში მუშაობის ცოდნა, შევცვალეთ ბლოგის ფერები, ფონი, ასევე  დავამატეთ სურათი ბლოგში, ვისწავლეთ ბლოგის აღდგენა იმ შემთხვევაში თუ წაგვეშალა. ვისწავლეთ gadget-ის შექმნა

Sunday, March 13, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი გაკვეთილით ვარ კმაყოფილი, გავიმეორეთ წინა გაკვეთილებზე შესწავლილი მასალა, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და დროში გაწერილი შეფასების გეგმა, განვიხილეთ სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია და შევქმენით power-point-ში ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. შემდეგ ჩვენს მიერ შექმნილი კვლავ გადავგზავნეთ gmail-ზე

Saturday, March 12, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღეს გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა, განვიხილეთ პროექტის გეგმაზე მუშაობის საკითხები: სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რის შემდეგაც შევავსეთ ჩვენი სასწავლო გეგმა.

Sunday, March 6, 2016

ტრენინგის მეორე დღე

  დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები საშინაო დავალების თემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტები. გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა, ასევე word-ის ინსტრუმენტებს გავეცანით და გავიმეორეთ ,  ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება , ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

Saturday, March 5, 2016

ტრენინგის პირველი დღე

მე ვარ დარეჯან ბალიაშვილი, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით. გავიცანი ჩვენი ტრენინგის სხვა წევრები, ჩვენმა ტრენერმა ქეთი ცერაძემ ძალიან კარგად გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსი და მიზანი,  გავეცანით გზამკვლელს. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები, კურსის რესურსებს გავეცანით და შევინახეთ, ასევე  21 საუკუნის უნარ-ჩვევები და სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილი პროექტები განვიხილეთ. შევქმენით ჩვენი ბლოგი, რაც საშუალებას მომცემს მქონდეს ჩემი ინტერნეტ სივრცე და განვიხილეთ რეფლექსია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი