ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, April 2, 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს როგორც ყოველთვის, გავიმეორეთ წინა შესწავლილი მასალა. გვქონდა ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ძალიან სასიამოვნო იყო სხვა პროექტების გაცნობაც. ვიმუშავეთ ბლოგში, ჩვენი პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე ანუ შევქმენით ახალი გაჯეტი. ვისწავლეთ სათაურის გაჯეტის შექმნა, ასევე ახალი გვერდების დამატება ბლოგში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემია ეს ტრენინგი ჩემთვის, ნასწავლს გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკულ საქმიანობაში. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ჩვენი ტრენერის მუშაობა, ძალიან ენერგიულად და გასაგებად გვიხსნიდა, იმისთვის რომ ჩვენ გაგვეგო ახსნილი მასალა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი
Sunday, March 27, 2016
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით, შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს და ჩავასწორეთ თუ სადმე შეცდომა გვქონდა, შემდეგ ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში, ატვირთულ საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი და ვისწავლეთ მისამართის გადატანა ბლოგზე, შევქმენით სიის გაჯეტი, ასევე ვნახეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია
Saturday, March 26, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგი დავიწყეთ კვლავ წინა შესწავლილი მასალის გამეორებით, შევამოწმეთ ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდეები, განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროება და შევქმენით ჩვენი მოსწავლისათვის შესაბამისი დავალების ინსტრუქცია, პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ და შევავსეთ სასწავლო პროცედურები, ასევე ჩვენი გეგმა გავუგზავნეთ ჩვენ თავს ელ.ფოსტაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ტრენინგით და ტრენერით, დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი
Sunday, March 20, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
1. გამეორება.
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა.
2. მოსწავლის პრეზენტაცია.
ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გაკეთდეს მოსწავლის პრეზენტაცია.
3. გეგმების გადახედვა და პროექტის მიმდინარეობის ეტაპები.
გადავხედეთ გეგმებს და გვაქვს საშინაო დავალება თუ როგორ უნდა გავწეროთ სასწავლო პროცედურები, გავეცანით პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს.
4. შეფასების რუბრიკები.
გავეცანით სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს.
Saturday, March 19, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს გავიმეორეთ წინა დღეებში შესწავლილი მასალა, ვისწავლეთ საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების შევსება, ასევე ვისწავლეთ სხვის ბლოგზე კომენტარების გაკეთება, შევქმენით მოსწავლის ბლოგი და გავიღრმავეთ ბლოგში მუშაობის ცოდნა, შევცვალეთ ბლოგის ფერები, ფონი, ასევე დავამატეთ სურათი ბლოგში, ვისწავლეთ ბლოგის აღდგენა იმ შემთხვევაში თუ წაგვეშალა. ვისწავლეთ gadget-ის შექმნა
Sunday, March 13, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
დღევანდელი გაკვეთილით ვარ კმაყოფილი, გავიმეორეთ წინა გაკვეთილებზე შესწავლილი მასალა, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და დროში გაწერილი შეფასების გეგმა, განვიხილეთ სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია და შევქმენით power-point-ში ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. შემდეგ ჩვენს მიერ შექმნილი კვლავ გადავგზავნეთ gmail-ზე
Saturday, March 12, 2016
ტრენინგის მესამე დღე
დღეს გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა, განვიხილეთ პროექტის გეგმაზე მუშაობის საკითხები: სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რის შემდეგაც შევავსეთ ჩვენი სასწავლო გეგმა.
Subscribe to:
Posts (Atom)